რუსეთს არ აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული იარაღით აშანტაჟოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრესკონფერენციაზე, რაფაელ გროსიმ კიევს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მიყენებული ზიანის გამოსწორებაში დახმარებას დაჰპირდა, რომელიც ბირთვულ ობიექტს რუსული ძალების მიერ, ოკუპაციის დროს მიადგა.
„დღეს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 36 წლისთავზე, რუსული ჯარების გამო, მსოფლიოს კვლავ მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა კატასტროფამდე. ატომური ელექტროსადგური კიდევ ერთი საბრძოლო მოქმედების ზონა იყო, სადაც რუსები არ ზრუნავდნენ ბირთვულ უსაფრთხოებაზე. საფრთხის დონის გათვალისწინებით, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გადააქციოს ბირთვული ენერგია იარაღად და აშანტაჟოს მსოფლიო ბირთვული იარაღის გამოყენებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.