თხევადი გაზის ავზი ტროტუართან – მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანიას გონივრული ვადა მისცა

მეგობრობის გამზირზე,  “სუპერ გაზ იტალიას” ტერიტორიაზე,  თხევადი გაზის ავზის განთავსებასთან დაკავშირებით, რუსთავის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

როგორც TV4-ს სამსახურის იურისტმა განუცხადა, კომპანიამ ავზი უნებართვოდ დადგა. ობიექტის მესაკუთრეს სამსახურმა გონივრული ვადა მისცა, რათა ავზის დემონტაჟი განახორციელოს.

თუ აღნიშნულ ვადაში მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, კომპანია 6 000 ლარით დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ფეხითმოსიარულეებისთვის განკუთვნილ ტროტუართან ახლოს, “სუპერ გაზ იტალიას” ტერიტორიაზე, თხევადი გაზის ავზია განთავსებული.

თუ ფიქრობთ, რომ ქალაქში კანონდარღვევას აქვს ადგილი, მოგვწერეთ TV4-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და აუცილებლად დავინტერესდებით.