შატაკიშვილი: რუსთავში არჩევნებს იგებს “ქართული ოცნების” გუნდი

“დღევანდელმა დღემ, კიდევ ერთხელ, ნათლად დაადასტურა, რომ რუსთავში არჩევნებს იგებს “ქართული ოცნების” გუნდი და მხარდამჭერთა რაოდენობა, არჩევნებიდან არჩევნებამდე, კიდევ უფრო მზარდია. კიდევ ერთხელ ვუხდი ყველა მხარდამჭერს მადლობას, ჩემს გუნდთან ერთად”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილმა რუსთავის “ქართული ოცნების” შტაბში ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი შატაკიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნებისთვის მაღალი აქტივობა არ არის დამახასიათებელი, N12 სამაჟორიტარო ოლქში დაახლოებით 40 000-მა ადამიანმა გააკეთა საკუთარი არჩევანი.

შუალედურმა არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, არ ფიქსირდება არცერთი საჩივარი საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში. მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნებისთვის არ არის დამახასიათებელი მაღალი აქტივობა, ჩვენს ოლქში მაინც 40 000-მდე ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი ნება, მინდა მათ მადლობა გადავუხადო.  დღევანდელმა დღემ, კიდევ ერთხელ, ნათლად დაადასტურა, რომ რუსთავში არჩევნებს იგებს “ქართული ოცნების” გუნდი და მხარდამჭერთა რაოდენობა, არჩევნებიდან არჩევნებამდე, კიდევ უფრო მზარდია. კიდევ ერთხელ ვუხდი ყველა მხარდამჭერს მადლობას, ჩემს გუნდთან ერთად”- განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.