ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არცერთი პროდუქტის დეფიციტი არაა და უკრაინის ნაცვლად, იმპორტი სხვა ქვეყნებიდან ხორციელდება.
დავითაშვილის თქმით, დეფიციტი არც ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით შეიქმნება, რომელიც, ძირითადად, რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოდის.
რაც შეეხება ხორბლის იმპორტს, ხორბალთან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ არის. ხორბალიც და ფქვილიც საქართველოში შემოდის ძირითადი ბაზრიდან საიდანაც შემოდიოდა, ეს იყო რუსეთი, მაგრამ ამას დაემატა ყაზახეთი. გეოგრაფიიდან გამომდინარე, გვესმის, რომ რეგიონში ამ ორ ბაზარს აქვს კონკურენტული უპირატესობა ფასის კუთხით”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.