კომპანია “რუსთავის წყალი” 14 აპრილს, წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშრებით, ინფორმაციას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14 აპრილს, ელექტროენერგიის მიწოდება შუწყდება კომპანია ,,რუსთავის წყლის” ხრამის სათავე ნაგებობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 14 აპრილს დილის 10:00 საათიდან 15 აპრილის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.
„რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.