კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 1 303 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი. ქვემო ქართლში 19 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 788 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 485, „პისიარ“ ტესტით – 2 303.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,79%, ბოლო 14 დღის – 3,2%, ბოლო შვიდი დღის – 2,57%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 648 653 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 626 296 გამოჯანმრთელდა, 16 748 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 861 255 აცრა, დღიურად აცრილია 1 625.