საქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 496 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. ქვემო ქართლში 12 ახალი შემთხვევა აღირიცხა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 318 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,16%, ბოლო 14 დღის – 1,58%, ბოლო 7 დღის – 1,34%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 652 707 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 633 338 გამოჯანმრთელდა, 16 788 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 871 126 აცრა, დღიურად აცრილია 1 113.