საქართველოში კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 117 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 385 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,14 %, ბოლო 14 დღის – 1,32 %, ბოლო შვიდი დღის – 1,2 %.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 653 692 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 634 591 გამოჯანმრთელდა, 16 794 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 874 821 აცრა, დღიურად აცრილია 751.