კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ბოლო 24 საათში 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი. ქვემო ქართლში 9 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 549 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,64%, ბოლო 14 დღის – 1,1%, ბოლო შვიდი დღის – 1,02%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 797 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 520 გამოჯანმრთელდა, 16 805 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 879 499 აცრა, დღიურად აცრილია 951.