კორონავირუსის 300-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ბოლო 24 საათში 161 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ქვემო ქართლში  22 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 329 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,53%, ბოლო 14 დღის – 1,36%, ბოლო შვიდი დღის – 1,18%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 653 460 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 634 474 გამოჯანმრთელდა, 16 794 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 873 980 აცრა, დღიურად აცრილია 992.