საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 389 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი. ქვემო ქართლში 39 ახალი შემთხვევა აღირიცხა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 540 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,36%, ბოლო 14 დღის – 2,61%, ბოლო 7 დღის – 2,11%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 008 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 629 032 გამოჯანმრთელდა, 16 761 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 862 482 აცრა, დღიურად აცრილია 211.