დღეიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა. მძღოლობის კანდიდატებს, პირველი ეტაპის ჩაბარება, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში, მოედანზე მოუწევთ, ხოლო მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დამტკიცებულია მარშრუტები იმ ქალაქებში, სადაც პრაქტიკული გამოცდა რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში უნდა ჩატარდეს.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე ატვირთული დანართის თანახმად, რუსთავში პრაქტიკული გამოცდისთვის განისაზღვრა.
ერთ-ერთი მარშრუტის თანახმად, გამოცდა მომსახურების სააგენტოს ტერიტორიიდან იწყება, გრძელდება თბილისის ქუჩის მიმართლებით, ცურტაველის ქუჩაზე, მოიცავს მეგობრობისა და შარტავას გამზირებს და ასევე თბილისი წითელი ხიდის გზატკეცილს.
მარშრუტი N2 – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – ლომოურის ქუჩა- მეგობრობის გამზირი- ცურტაველის ქუჩა – მეგობრობის გამზირი- შარტავას გამზირი -თბილისი-წითელი ხიდი- მომსახურების სააგენტო.
მარშრუტი N3- მომსახურების სააგენტო-თბილისის ქუჩა- ცურტაველის ქუჩა- მეგობრობის გამზირი- შარტავას გამზირი- თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი- მომსახურების სააგენტო.
მარშრუტი N4- მომსახურების სააგენტოს ტერიტორია-ლომოურის ქუჩა-მეგობრობის გამზირი- ცურტაველის ქუჩა-მეგობრობის გამზირი -ფალიაშვილის ქუჩა-თბილისის ქუჩა-მომსახახურების სააგენტოს ტერიტორია.