ოთარ ხმელიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხმელიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა.

12-16 აპრილს საერთაშორისო ტურნირს, რუსთავის ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსი უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას 2006-2007 წელს დაბადებული მოზარდებისგან დაკომპლექტებული 8 გუნდი მიიღებს.

გათამაშება ტრადიციულ საკალათბურთო ტურნირს წარმოადგენს, რომელშიც მონაწილეობენ საკალათბურთო გუნდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან.

შეჯიბრის მიზანია კალათბურთის პოპულარიზაცია და განვითარება. ტურნირის მხარდამჭერია სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი. Ტურნირის მედიაპარტნიორობას TV4 გაუწევს.