როგორია კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 357 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ქვემო ქართლში, კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა არ აღრიცხულა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 970 ტესტი,კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,49%, ბოლო 14 დღის – 1,44%, ბოლო შვიდი დღის – 1,21%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 653 118 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 634 313 გამოჯანმრთელდა, 16 793 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 872 820 აცრა, დღიურად აცრილია 26.