რუთავის ბაღებში უკრაინელი ბავშვები გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან

რუსთავის მერის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხის ხარდაჭერის მიზნით, რუსთავში მყოფი სკოლამდელი ასაკის უკრაინის მოქალაქეები რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის წესში, ცვლილების შესატანად მერიამ საკრებულოს მიმართა.

ცვლილების თანახმად, უკრაინის მოქალაქე 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ მიმდინარე წლის 1 იანვრამდე რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის არსებობის შემთხვევაში, ხოლო პირველი იანვრის შემდეგ შემოსული ბავშვები მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე ჩაირიცხებინ.