რუსთაველებს ყვითელ მიკროავტობუსებში გაზრდილი ტარიფი დახვდათ [ვიდეო]

  რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში, დღეს დილიდან, რუსთაველებს გაძვირებული ტარიფი დახვდათ.

მოქალაქეებმა TV4-ს მიაწოდეს ფოტო-მასალა, რომლის თანახმად მიკროავტობუსებში ტარიფი 2.50 ლარამდე გაიზარდა.

მოგვიანებით, გაძვირებულ ტარიფთან დაკავშრებით, რუსთავის მერიაში შეხვედრა გაიმართა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ,,ინტერტრანსის“ მიერ მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდასთან დაკავშირებით, კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდა.

მერიის ცნობით, შეხვედრაზე ნინო ლაცაბიძემ კომპანიის წარმომადგენლებისგან განმარტებები მოისმინა.