რუსთაველი სპორტსმენების მორიგი წარმატება – 12-13 აპრილს წყნეთში გიორგი ბერიაშვილის სახელობის ძიუდოს რიგით მეორე საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც რუსთაველმა ძიუდოისტებმა ორი მეორე და ერთი პირველი ადგილი დაიკავეს.
ჩემპიონი 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაჩი გოგოლიძე გახდა.
გიორგი ბერიაშვილის სახელობის ტურნირზე მონაწილეობას სპორტსმენები ყველა რეგიონიდან იღებდნენ.