რუსთავის მერიის სააღდგომო ნობათი, წელს 3000 -მდე რუსთაველმა მიიღო

რუსთავის მერიის სააღდგომო ნობათი, წელს 3000 -მდე რუსთაველმა მიიღო. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის სადღესასწაულო საჩუქრები, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირთა ოჯახებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და საქართველოს კარიტასის ბავშვთა ტრანზიტორული ცენტრის აღსაზრდელებს, მუნიციპალურ თავშესაფარ ,,ქსენონის’’ და უფასო სასადილოების ბენეფიციარებს გადაეცათ.