რუსთავის რაგბის სტადიონზე დიდი 10-ის მეჩვიდმეტე ტური გაიმართა. რუსთავის “ხარებმა”, თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლეს.
თამაში ანგარიშით 47:27 რუსთაველების სასარგებლოდ დასრულდა.
თამაშის საუკეთესო მოთამაშე ვაჟა ხუციშვილი გახდა. შემდეგი თამაში რუსთავის “ხარებს” 22 აპრილს “აისის” წინააღმდეგ აქვთ.