რუსთავის საჯარო სკოლებს ჩარიცხვის მიზნით, 14-მა უკრაინელმა მოსწავლემ მიმართა. ამის შესახებ TV4-ს ადგილობრივ რესურსცენტრში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე უკრაინის მოქალაქეები ქალაქის N3 და N12 საჯარო სკოლებში ჩაირიცხებიან.
სკოლები ჰიბრიდული მოდელით აგრძელებენ სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს რუსულენოვან სექტორში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ.
ქვემო ქართლის სკოლებში სულ 31 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული.