რუსთავსა და გარდაბნის 10 სოფელში არცერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა

რუსთავსა და გარდაბნის 10 სოფელში არცერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საჩივრებთან დაკავშირებულ ბრიფინგზე გაავრცელა. 

 “მინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია საჩივრების შესახებ. როგორც რუსთავში, ისე გარდაბანში არცერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრები კი ისეთ საკითხებს შეეხება, რომელსაც კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. კენჭისყრა ყველასათვის ხელმისაწვდომ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა.

სულ საოლქო კომისიაში ამ დროისთვის 31 საჩივარი შევიდა და უმეტესწილად საჩივრები აგიტაციის წესის დარღვევას, ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას უშუალოდ უბანზე, ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევას, ასევე ელექტრონული მოწყობილობის გაუმართაობას შეეხებოდა. მაგალითად რაც შეეხება ელექტრონული მოწყობილობის მუშაობის შეფერხებას, უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ეს რისკებიც სრულად ჰქონდა წინასწარ გათვლილი და შესაბამისად ამ ტიპის შეფერხებებს კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია და უბანზე მისულ ამომრჩეველს მაღალპროფესიული მომსახურებაც დახვდა.

. რაც შეეხება ოფიციალურ შეჯამებას, ცენტრალური საარჩევნო კომისია რუსთავსა და გარდაბანში პარლამენტის შუალედურ არჩევნებს აჯამებს არაუგვიანეს 27 აპრილისა, ხოლო ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია საკრებულოს შუალედურ არჩევნებს აჯამებს არაუგვიანეს 16 აპრილისა. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობით გაწერილი ვადების დაცვით ახორციელებს ყველა ქმედებას იმისათვის, რომ ოპერატიულად და უმოკლეს ვადებში დაასრულოს შესაბამისი პროცედურები და მიაწოდოს საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ამ აქტივობების შესახებ.”- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა