რუსთავში, საავტომობილი გზის სავალი ნაწილის დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს “რუსთავსერვის ცენტრი” ახორციელებს.
გუშინ, სამსახურის თანამშრომლებმა მესხიშვილი ქუჩაზე ჩაატარეს დახაზვის სამუშაოები. დღეს “რუსთავსერვის ცენტრის” ჯგუფები მეგობრობის გამზირზე მუშაობენ.