ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რუსთავში იმყოფება. ელჩმა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. კელი დეგნანს სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერის მოადგილე, კახა გურული შეხვდნენ.
ელჩი მოგვიანებით, ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გადაინაცვლებს და საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდება.