რუსთავში ფიროსმანის ქუჩაზე აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვთ.
როგორც კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიაში” TV4-ს განუცხადეს, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. მათივე ცნობით, კომპანიის ავარიული ჯგუფები მუშაობენ ადგილზე და სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიწოდება აღდგება.