რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ საფეხბურთო კლუბისთვის “რუსთავი”, მშენებელთა ქუჩაზე არსებული სტადიონის სასტუმროსა და სასადილოს სარეაბილიტაციო სამშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
ხელშეკრულები სავარაუდო ღირებულება 207 907 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სასუმტროს შენობაში უნდა შეიცვალოს კარ-ფანჯრები, ჩატარდეს შიდასარემონტო შამუშაოები, მოეწყოს დუშები, შეიღებება შენობის ფასადი. რაც შეეხება სასადილოს, ასევე დოკუმენტაციის თანახმად, იგეგმება სათავსოების სრული სარემონტო სამუშაოები, შეიცვლება კარ-ფანჯრები და შეიღებება ფასადი.