საქართველოში კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 34 ქვემო ქარᲗლს უკავᲨირდება ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 592 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 061 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 714, „პისიარ“ ტესტით – 3 347.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,66%, ბოლო 14 დღის – 2,88%, ბოლო 7 დღის – 2,24%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 649 222 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 627 958 გამოჯანმრთელდა, 16 756 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 286 817 აცრა, დღიურად აცრილია 61.