საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 10:54 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდასთან, სოფელ საღამოსთან იყო.