საქართველოში “ფაიზერის” ახალი დოზები შემოვიდა. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კოვიდვაქცინის ახალი დოზები უკვე მიიღეს და იმ სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდა, სადაც კოვიდვაქცინაცია ხდება.
როგორც ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, დღეიდან უკვე განახლდა “ფაიზერით” ვაქცინაცია ქალაქის ყველა იმუნიზაციის ცენტრში.
“ფაიზერით” ვაქცინაცია გრძელდება დღეიდან, რაოდენობა საკმარისია, მოთხოვნის გათვალისწინების შესაბამისად, თვეზე მეტის მარაგი გვაქვს. საჭიროება თუ იქნება, შეფერხება არ გვექნება მოწოდებასთან დაკავშირბით. სამივე კლინიკას უკვე მივაწოდეთ და მოქალაქეებს შეუძლიათ სამივე კლინიკას მიაკითხონ”- განაცხადა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით იშხნელმა.
შეგახსენებთ, ფაიზერით აცრა დროებით შეჩერებული იყო და მოქალაქეებს მხოლოდ “სინოფარმითა” და “სინოვაკით” ვაქცინაცია შეეძლოთ. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აპრილის თვეშიც გრძელდება წახალისების პროგრამა, რომელის ფარგლებშიც 200 ლარიან დახმარებას მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 30 აპრილის ჩათვლით კოვიდვაქცინის პირველი დოზით აიცრება. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.