გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორს 6 დღეა წყალი არ მიეწოდება. დაზიანებულია მაგისტრალური მილსადენი, რომლის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. წყალმომარაგების სისტემის აღდგენით სამუშაოებს გარდაბნის მერი, დავით კარგარეთელი ადგილზე გაეცნო.მისი თქმით დღეს ღამის საათებში წყალი ცისტერნებში გაეშვება და ხვალიდან ეტაპობრივად სოფლის მცხოვრებლებს წყლის მიწოდება აღუდგებათ.
რთული რელიეფური მდებარეობის გამო, დაზიანებული სასმელი წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობდა, აღნიშნულის გათვალისწინებით სოფლის მოსახლეობას რამდენიმე დღეა სასმელ წყალი არ მიეწოდება.