ქონების თაღლითურად დაუფლება- ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთები გაასხვისეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, ჯგუფურად დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისა და დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კომპანიის საკუთრებაში არსებული, კახეთის რეგიონში მდებარე, 850 000 ლარზე მეტი ღირებულების სამი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება სცადეს. გამოძების ცნობით, ბრალდებულებმა თითქოსდა ინდოეთის დედაქალაქ დელიში გაცემული მინდობილობები და საქართველოში შედგენილი კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმი გააყალბეს, რომლის საფუძველზეც ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი გაასხვისეს, ხოლო ორი მიწის ნაკვეთის გასხვისება სხვა პირზე სცადეს. მიწის ნაკვეთები დღეის მდგომარეობით, დაყადაღებულია.

დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.