უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი რუსთავში ჩამოასვენეს.
რუსთაველ მებრძოლს თანამოქალაქეები ქალაქის შემოსასვლელში დახვდნენ და დროშებით, სანთლებით, ყვავილებითა, და მუხლმოდრეკით პატივი მიაგეს.
დავით მენაბდიშვილი რუსთავის სიონში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს.
დავით მენაბდიშვილი რუსთაველი იყო. ის 49 წლის იყო და უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლის დროს გარდაიცვალა
რუსთაველი სამხედრო 9 აპრილს ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმთან ნაღმზე აფეთქდა.