უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლები დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.
რუსთაველი სამხედროს, ზაზა ბიწაძის სამოქალაქო პანაშვიდი, რუსთავის სიონის ეკლესიაში ჩატარდა.
ზაზა ბიწაძე ქალაქ რუბეჟნოესთან, 16 აპრილს დაიღუპა.
დაღუპული რუსთაველი სამხედროს სამოქალაქო პანაშვიდზე, ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი ლიდერები იმყოფებოდნენ.