მთავრობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას იწყებს.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროგრამის ფარგლებში ფერმერები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საქონლის შესასყიდად დახმარებას მიიღებენ.კერძოდ, 300 ათასამდე ფერმერი სახელმწიფო სუბსიდიის სახით, ჰექტარზე 300 ლარს მიიღებს.
სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით. ანუ სუბსიდიას მიიღებენ 0,25 ჰექტრიდან 1,25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები და ბენეფიციარს შეეძლება, რომ ეს სუბსიდია მიიღოს. მათ დახმარება-სუბსიდია ქულების სახით სპეციალურ აგრობარათზე დაერიცხებათ, რომლის გამოყენებაც მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საქონლის შესასყიდად შეეძლებათ. ვფიქრობთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერს შეეხება. პროექტის ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს შეადგენს. ვფიქრობთ, ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.