ქალაქ ბოლნისის N1 სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა მშობლიური სკოლის ეზოში, მოსწავლეებთან ერთად, ახალნარგავები დარგო.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის ეკოკომიტეტის ინიციატივით და გოგი მეშველიანის მხარდაჭერით, გამწვანების აქცია გაიმართა. ეკო აქტივობის ფარგლებში, სკოლის ეზოში 20 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დავრგო.

ცნობისთვის, N1 საჯარო სკოლა ჩართულია ეკოსკოლების პროგრამაში, რომელსაც ორგანიზაცია “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე”, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებას და ახალგაზრდა თაობაში გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებას.