საქართველოში კორონავირუსის 266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში გარდაიცვალა ორი პაციენტი. ქვემო ქართლში 20 ახალი შემთხვევა აღირიცხა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 862 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის ბოლო შვიდი დღის დადებითობის მაჩვენებელი – 1,43%-ია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 652 235 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 632 194 გამოჯანმრთელდა, 16 781 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 868 689 აცრა, დღიურად აცრილია 1 063.