შაქარი, პური, რძე, ხორცი – რომელი პროდუქტი გაძვირდა მარტში

2022 წლის მარტში პროდუქტზე ფასები გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ფასები გაიზარდა შაქარზე, ხილზე, ზეთზე, პურპოროდუქტებსა და რძის პროფუქტებზე. მიმდინარე წელს ფასების მატება შეინიშნება ასევე ხორცსა და სასმელებზე. სტატისტიკის სამასხურის ცნობით, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბახჩეულზე.

სამსახურის ცნობით,  ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ასევე იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფში. მათივე ინფორმაციით, ტრანსპორტზე ფასები 8.9 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ფასები გაიზარდა: 

  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული  6.6%-ით
  • ხილი და ყურძენი 5.0 %-ით
  • ყავა, ჩაი და კაკაო 4.3 %-ით
  •  ზეთი და ცხიმი 3.4 %-ით
  • პური და პურპროდუქტები 3.1 %-ით
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები 1.7 %-ით
  • რძე, ყველი და კვერცხი 1.4 %-ით