რუსთავის საკრებულოსა და „მმართველობითი სისტემები განვითარების ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კუკური კიღურაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია, პროექტის – „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ფარგლებში, შეიქმნას ელექტრონული პორტალი „ჩემი საკრებულო“, რომელიც ხელს შეუწყობს საკრებულოს წევრსა და მოქალაქეს შორის ეფექტურ კომუნიკაციას.
კონსორციუმი ასევე იღებს ვალდებულებას, საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს უსასყიდლოდ გაუწიოს ტექნიკური, მეთოდოლოგიური სატრენინგო და საკონსულტაციო მხარდაჭერა ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და მოქალაქეთა კომუნიკაციის მიმართულებით.
კონსორციუმის წევრებმა, დღესვე, რუსთავის საკრებულოს დეპუტატებთან და აპარატის თანამშრომლებთან პროექტის – „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ პრეზენტაცია გამართეს.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ, კონსორციუმის წევრებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.









