წყალი ცისტერნებში უკვე გაშვებულია – როდის აღდგება ახალ სამგორიში წყლის მიწოდება სრულად

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში წყლის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. ამის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის პრესამსახურში TV4-ს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაზე დაყრნობით, განუცხადეს.

მათივე ცნობით, სოფელ ახალ სამგორის რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება უკვე აღდგა, წყალი ცისტერნებში გაშვებულია და  დარჩენილ უბნებში  შეზღუდვა ეტაპობრივად მოიხსნება.

შეგახსენებთ, სოფელში წყლის მიწოდება ექვსი დღის განმავლობაში შეზღუდული იყო. დაზიანდა მაგისტრალური მილსადენი, რომლის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. გუშინ, აღდგენით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი.