ᲗეᲗრიწყაროᲨი თბილისი-წყლულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო საგზაო მოᲫრაობა ᲨეზᲦუდულია. ინფორმაციას ქვემო ქარᲗლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
“თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თბილისი-წყლულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, აღნიშნული მიმართულებით, ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია – ადგილზე ამ დრომდე რჩება მეწყერის გამეორების საფრთხეც.
ვითარების შესწავლისა და ოპერატიული რეაგირების მიზნით, ტერიტორიაზე მობილიზებული არიან შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს გზის გაწმენდით სამუშაოებს.
ადეგილზე პირადად იმყოფებიან ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები.” – წერია სამხარეო ადმნინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე