11 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:

11 აპრილს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში სააკაძის, მაზნიაშვილის, ქაშაკაშვილის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე;

10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნოორიო, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იმირი, შულავერი, იმირჭალა, ყულარი და მიმდებარე სოფლებში.