12:00 საათის აქტივობა შუალედურ არჩევნებზე – ცესკოს ბრიფინგი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, 12:00 საათისთვის რუსთავში არჩევნებზე 12 162 ადამიანი მივიდა, რაც ამომორჩეველთა საერთო რაოდენობის 11.4 %-ია

გარდაბანის სოფლებში ხმა მისცა 3 576-მა მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა რაოდენობის 10,6%-ს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, მე-12 სამაჟორიტარო ოლქში 139 989 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რუსთავსა და გარდაბნის ნაწილში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს; ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკო-ს პრესსპიკერმა მედიას წარუდგინა ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 12:00 საათისთვის არსებული მონაცემები.

„შუალედურ არჩევნებზე მივიდა სულ 19 610 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 12,2%-ია. ბათუმში 12:00 სთ-ისთვის საარჩევნო უბნებზე მივიდა 3 872 ამომრჩეველი (18,8%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში – 15 738 (11,2%).”- განაცხადა ნათია იოსელიანმა.