13 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

“13 აპრილს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ მარტყოფში, ხოლო

14:00-დან 16:00 საათამდე – სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, გამარჯვება, სააკაძე, მუხროვანი, ლოჭინი, ვაზიანის დასახლება, დიდი ლილო, ლილოს დასახლება, ახალსოფელი, კახეთის გზატკეცილზე.
11:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბანში ლესელიძის, აღმაშენებლის ქუჩებზე. 15:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბანში 9 მაისის, ენერგეტიკის, ნინოშვილის, გაგარინის, აღმაშენებლის ქუჩებზე, სიხნოში.
12:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში ნარიმანოვის, რუსთაველის, სამედ ვურგუნის, მერაბ კოსტავას, ერეკლე მეორეს, ახუნდოვის, აზი-ასლანოვის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში კოდა, კოდის სამხედრო დასახლება, მუხათი, ღოუბანი, ვაშლოვანი, ბორბალო, ერტისი. 12:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დაბა კოჯორში, სოფლებში კვესეთი, პანტიანი, ელფია, დიდება. 13:00-დან 15:00 საათამდე – სოფლებში საღრაშენი, ჩხიკვთა, ფარცხისი, მაწევანი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, წინწყარო, დაღეთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.”- ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.