14 აპრილის ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 648 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი. ქვემო ქართლში 15 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 932 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,03%, ბოლო 14 დღის – 1,63%, ბოლო 7 დღის – 1,36%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 652 472 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 632 842 გამოჯანმრთელდა, 16 783 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 869 848 აცრა, დღიურად აცრილია 1 007.