15 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის  ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, 15 აპრილს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში ჯანდარის, იალღუჯის, 26 მაისის, ნასიმის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში წინწყარო, არნაუთი, ქოსალარი, გოლთეთი, ქსოვრეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიოონის სოფელ პობედაში;

14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კარათაკლია, აქთაკლია, გაჩიანი, აღთაკლია და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.