რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 15:00 საათისთვის რუსთავში არჩევნებზე 19 940 ადამიანი მივიდა, რაც ამომორჩეველთა საერთო რაოდენობის 18,7%-ია.
ჯამში, რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში საკუთარი ხმის უფლებით 26 354-მა ადამიანმა ისარგებლა.
ინფორმაციისთვის, მე-12 სამაჟორიტარო ოლქში 139 989 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რუსთავსა და გარდაბნის ნაწილში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.