რუსთავსა და გარდაბანში პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი 31 892-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 22.8%-ს შეადგენს.
რუსთავში არჩევნებზე მივიდა 23317 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 21.9%-ია.
რაც შეეხება გარდაბნის ათ სოფელს, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 25.4%-მა.
რუსთავში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. რუსთავსა და გარდაბნის ნაწილში მოსახლეობამ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიოს.