17:00 საათის აქტივობა შუალედურ არჩევნებზე

რუსთავსა და გარდაბანში პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი 31 892-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  22.8%-ს შეადგენს. 

რუსთავში არჩევნებზე მივიდა 23317 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 21.9%-ია.

რაც შეეხება გარდაბნის ათ სოფელს, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 25.4%-მა.

რუსთავში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. რუსთავსა და გარდაბნის ნაწილში მოსახლეობამ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიოს.