18 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აპრილს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, თელეთი, ახალსოფელი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, იფნარი, ველისპირი, გოდაგდაგი, სარკინეთი, სალამალეიქი და მიმდებარე სოფლებში; 12:30-დან 13:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სააკაძე, მარტყოფი, ვაზიანი და მიმდებარე ტერიტორიაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.