19 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობითც, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 აპრილს 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრწყაროსა და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებშიირაგა, აბრამეთი, აბელიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, სიონის უბანი, მარტყოფი, წინუბანი, ნასაგური, დიდი ლილო და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლილო, ლოჭინის ხევი და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:30-დან 20:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ჯავახი და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:30-დან 13:30 საათამდე და 19:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, კიზილ ქილისა, კაკლიანი, ტნუსი, მაშავერა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.