27 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აპრილს 12:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ქოსალარი, წინწყარო, ქსოვრეთი, არნაუთი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მანგლისში დიდგორის, თამარის, დადიანის, თავდადებულის და მიმდებარე ქუჩებზე;
13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, პიონერის, ჩოლოყაშვილის, გაგარინის და მიმდებარე ქუჩებზე;
13:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, იაკუბლო, სოგუთლო და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, ალგეთის ღვინის ქარხანა, კაპანახჩი, ილმაზლო, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.